გარანტიები

საგარანტიო მომსახურების პირობები

● საგარანტიო  მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას საგარანტიო პერიოდში და არა მის შეცვლას ახლით. მომსახურება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართებზე.

● საგარანტიო ტალონში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ნივთის დასახელება, ბრენდი, მოდელი, სერიული ნომერი, შეძენის თარიღი, მომხმარებლის სახელი გვარი, საგარანტიო ვადა, bauma.ge-ს  წარმომადგენლის ხელმოწერა და ბეჭედი.

● საგარანტიო მომსახურება ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც პროდუქტის ვებ-გვერდზე აღნიშნულია როგორც „ექვემდებარება გარანტიას“

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება

● პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე;

● ფიზიკურად დაზიანებულ პროდუქტზე, მაგ: გატეხილი, გაკაწრული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი და სხვ.;

● სითხით გამოწვეულ დაზიანებაზე, იმ შემთხვევაშიც თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია წყალგამძლეობა;

● შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია ქარხნული სერიული ნომერი;

● დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის ნორმები;

● პროდუქტზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვით არის დაზიანებული;

●  პროდუქტზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები შესრულებული არაა უფლებამოსილი პირის ან კომპანიის მიერ.

● სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული პროდუქტი საგარანტიო ტალონში მითითებული პირობების შესაბამისად. სერვის ცენტრში მიღების მომენტიდან კონკრეტული პროდუქტის/პროდუქტების მომწოდებლის საგარანტიო პირობებში მითითებულ ვადაში;

საგარანტიო მომსახურების მისაღებად საჭირო პროცედურა

მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს პრობლემა bauma.ge-ს საინფორმაციო ცენტრში, სადაც საინფორმაციო ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი პირველ ეტაპზე შეეცდება კონკრეტული ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს მომხმარებელს პროდუქტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ექსპლუატაცია ვერ განხორციელდა დისტანციური კონსულტაციის პირობებში, იწყება გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურების პირობების შესრულება კომპანიის სერვის ცენტრის მიერ;

● საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება აქსესუარებსა და სახარჯ მასალებზე.

● საგარანტიო მომსახურების მიღება შეუძლებელია ტალონის დაკარგვის შემთხვევაში.

● იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას შეფუთვაში თან ახლავს ბრენდის ოფიციალური საგარანტიო ბარათი, აუცილებელია რომ იგი თან იქონიოთ სერვის ცენტრში მიმართვისას.

● იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს  დაუდგინდა ქარხნული წუნი და არ ექვემდებარება შეკეთებას, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ჩაანაცვლოს ახალი, იდენტური პროდუქტით.

● იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ვადაში იდენტური პროდუქტით ჩანაცვლება ვერ ხერხდება ან მსგავსი მოდელი მომწოდებელს აღარ გააჩნია მარაგში, პროდუქტი იცვლება (მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე) თავდაპირველად შეძენილი პროდუქტის ღირებულების ფარგლებში არსებული მსგავსი პროდუქტით.